აქტუალური
ნინო ბურჯანაძე: „მინდა ყველა გავაფრთხილო, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან არჩევნების გაყალბება!“

1-burj-kaxet-axaliსაქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში 23 სექტემბერს კახეთის რეგიონს ესტუმრა, სადაც ხალხმრავალი შეხვედრები გამართა სოფელ კაბალაში, წნორსა და ლაგოდეხში.

ძალიან დიდია მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან და მე ვხედავ, რომ ეს მხარდაჭერა ყოველდღიურად იზრდება. ადამიანები სწორად აფასებენ მიმდინარე მოვლენებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნებში გამარჯვებას ნამდვილად მოგვიტანს”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ წნორის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.

ამავდროულად აქაც დაისვა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიებში იწყება გარიგებები, არის გაყალბების მცდელობები. მე მინდა ყველა გავაფრთხილო, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან არჩევნების გაყალბება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ნურც შეეცდებიან. მე ვერ გეტყვით, რომ ამ ადამიანებმა ზუსტად იციან ჩემი საარჩევნო პროგრამის დეტალები, მაგრამ საერთო ხედვას, რასაც მე ვაყალიბებ ამას ნამდვილად აქვს დიდი მხარდაჭერა. ადამიანები მოდიან გაცნობიერებულნი, იციან რატომ მიჭერენ მხარს და ეს კიდევ უფრო მიმყარებს განცდას, რომ მათი მხარდაჭერით აუცილებლად გავიმარჯვებ“, - აღნიშნა პრეზიდნეტობის კანდიდატმა.

1-burj-kaxeti-2