უცხოეთი
საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. აფხაზეთის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო სამმართველო აგრძელებს 2013 წლის 9 სექტემბერს სოხუმში რუსი დიპლომატი დიმიტრი ვიშერნევისა და მისი მეუღლე ოლგას განზრახ მკვლელობის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას.
20 სექტემბერს ქალაქ ნალჩიკში ცოლ-ქმარ ვიშერნევების მკვლელობის თანამონაწილეობაში ეჭვმიტანილი ისხან საბანჩიევი დააკავეს, რომელსაც აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.ისხან საბანჩიევი დედასა და დასთან ერთად სოხუმში, ნაზაძის ქუჩა №52 ა-ში ცხოვრობდა, რომელიც დიმიტრი ვიშერნევის საცხოვრებელი სახლის შორიახლო მდებარეობს. ამავე სახლში ცხოვრობდა ეჭვმიტანილი იუსუფ ლაკაევიც.
2013 წლის 9 სექტემბერს ისხან საბანჩიევმა დედასთან, ნინა ტაუჩეშთან ერთად, აფხაზეთი დატოვა. სისხლის სამართლის საქმის გამოძება გრძელდება.