უცხოეთი
ქართველებს აფხაზეთში პასპორტებსა და მოქალაქეობას ჩამოართმევენ

1-zar-3-pasportსაქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. 2013 წლის 18 სექტემბერს აფხაზეთის პარლამენტმა განიხილა საპარლამენტო კომისიის მოხსენება „აფხაზეთის რეპსუბლიკის მოქალაქეების პასპორტების გაცემის კანონიერების შემოწმება გალის, ტყვარჩელის, ოჩამჩირის რაიონებში მცხოვრებთათვის“.

პარლამენტში კომიიის სახელით სიტყვით გამოვიდა მისი თავმჯდომარე, დეპუტატი ასლან კობახია, რომლის მოხსენება აფხაზეთის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადმოიცა. მთავარი დასკვნა, რომელიც გამოძიების მიმდინარეობისას დეპუტატებმა გამოიტანეს, იმაში მდგომაროებს, რომ გალის, ტყვარჩელის, ოჩამჩირის რაიონების ადმინისტრაციებთან არსებული პასპორტიზაციის კომისიის საქმიანობა უკანონო იყო, რადგან მოქმედი კანონმდებლობა ადმინისტრაციების უფროსებს მოქალაქეობის მინიჭებისა და პასპორტების გაცემის უფლებამოსილებას არ ანიჭებს. მოქალაქეობის მინიჭების უფლება მხოლოდ პრეზიდენტს აქვს.

კომისიის დასკვნით, ბევრ შემთხვევაში აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი გაიცემოდა საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებსაც არ ჰქონდათ საქართველოს მოქალაქეობის დატოვების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი.

სტატისტიკა შემდეგნაირია: „გალის, ტყვარჩელის, ოჩამჩირის რაიონების ტერიტორიაზე პასპორტიზაციის დაწყებიდან დღემდე გაიცა 24811 პასპორტი ქართველებზე. წლების მიხედვით ასე გადანაწილდა:

2008 წ. – აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის 704 პასპორტი

2009- 6219

2010 – 2426

2011 – 7688

2012 – 4636

2013 -1839.

კომისიამ წამოაყენა შემდეგი წინადადება:

1. ანულირებული იქნეს უკანონოდ გაცემული პასპორტები გალის, ტყვარჩელის, ოჩამჩირის რაიონებში აფხაზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მასალები კომისიის საქმიანობის შესახებ, ადმინისტრაციების ხელმძღვანელთა განკარგულებები მათი შექმნის თაობაზე გადაეცეს აფხაზეთის რეპუსბლიკის გენერალურ პროკურატურას მათი კანონიერებისა და თანამდებობრივი უფლებამოსილებების გადაჭარბების შესამოწმებლად.

3. შეიცვალოს აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტის ბლანკების მოქმედი ნიმუშები ახლით, რომლებიც დაცვის თანამედროვე ტექნიკურ მოთხოვნებს პასუხობს.

4. დაჩქარდეს კანონის მიღება „აფხაზეთის რეპუბლიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“.

პარლამენტმა აღნიშნულ წინადადებებს ერთხმად უყარა კენჭი.

გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ მასალების მიხედვით