პოლიტიკა
მარგველაშვილი: „დროა ყველა იმ ადამიანმა, ვისაც აქამდე ტელეფონით ურეკავდნენ და გადაწყვეტილებებს კარნახობდნენ, თავისით ფიქრი და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება ისწავლოს!“

1-polit-1-mtav-margvსაქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. გასულ შაბათს კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი თვილისის ჩუღურეთის რაიონის და წყნეთის მოსახლეობას შეხვდა. 
საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები ერთი სიტყვით რომ შევაჯამოთ, ეს არის თავისუფლების ხიბლი და სირთულე. ძალიან ბევრი ადამიანისათვის თავისუფლება, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება გახდა უაღრესად რთული.

ის, რაც ახლა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში, ბუნებრივი პროცესია და ჩვენ ამ პროცესში პოლიტიკურად არავის ხელს არ ვუგრიხავთ. დროა ყველა იმ ადამიანმა, ვისაც აქამდე ტელეფონით ურეკავდნენ და გადაწყვეტილებებს კარნახობდნენ, თავისით ფიქრი და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება ისწავლოს!“ - ასე გამოეხმაირა ამ შეხვედრების დროს გიორგი მარგველაშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მომხდარ ბოლო მოვლენებს.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 20 სექტემბერს "სამოქალაქო სოლიდარობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კაკაბაძემ, მას შემდეგ, რაც იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის სხდომაზე არ დაუშვეს, შენობას ფუნა ესროლა და განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ქართველი ხალხისგან იმსახურებს ფუნას.

1-polit-1-qvem-1-margv 1-polit-1-qvem-2-margv