აქტუალური
პუტინი: „რუსეთი – იმათთან არის, ვისაც მიაჩნია, რომ საკვანძო გადაწყვეტილებები კოლექტიურ საფუძველზე უნდა შემუშავდეს, და არა ცალკეული სახელმწიფოს ან ქვეყნების ჯგუფის შეხედულებითა და ინტერესების მიხედვით“

1-akt-3-putსაქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ დასკვნით პლენარულ სესიაში, რომელმაც წელს მონაწილეთა უპრეცედენტო შემადგენლობა შეკრიბა – 200–ზე მეტი წამყვანი რუსი და უცხოელი პოლიტიკოსი, საზოგადოებრივი, სულიერი ლიდერი, ფილოსოფოსი, კულტურის მოღვაწე. კლუბის საიუბილეო სხდომის თემა – „რუსეთის მრავალფეროვნება თანამედროვე მსოფლიოსათვის“. თავის გამოსვლაში პუტინმა, კერძოდ, აღნიშნა:

„ჩვენ ვხედავთ მსოფლიოს ერთპოლარული უნიფიცირებული მოდელის ამა თუ იმ საშუალებით რეანიმირების, საერთაშორისო სამართლის და ეროვნული სუვერენიტეტის ინსტიტუტის წაშლის მცდელობებს. ასეთ ერთპოლარულ, უნიფიცირებულ მსოფლიოს არ სჭირდება სუვერენული სახელმწიფოები, მას ვასალები სჭირდება. ისტორიული თვალსაზრისით ეს არის საკუთარ სახეზე, ღმერთის, ბუნების ნაბოძებ სამყაროს მრავალფეროვნებაზე უარის თქმა.

რუსეთი – იმათთან არის, ვისაც მიაჩნია, რომ საკვანძო გადაწყვეტილებები კოლექტიურ საფუძველზე უნდა შემუშავდეს, და არა ცალკეული სახელმწიფოს ან ქვეყნების ჯგუფის შეხედულებითა და ინტერესების მიხედვით. რომ უნდა მოქმედებდეს საერთაშორისო სამართალი, და არა ძლიერის სამართალი, მუშტის სამართალი. რომ ყოველი ქვეყანა, ყოველი ხალხი არ არის განსაკუთრებული, მაგრამ უნიკალურია, რა თქმა უნდა, თვითმყოფადია, თანაბარი უფლებები აქვს, მათ შორის საკუთარი განვითარების დამოუკიდებელი არჩევანის უფლება.

ასეთია ჩვენი კონცეპტუალური თვალსაზრისი, ის გამომდინარეობს ჩვენი საკუთარი ისტორიული ბედისგან, მსოფლიო პოლიტიკაში რუსეთის როლისგან. ჩვენს დღევანდელ პოზიციას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. რუსეთი თვითონ ვითარდებოდა მრავალფეროვნების, ჰარმონიისა და ბალანსების საფუძველზე და ასეთი ბალანსი გარემოშიც შეჰქონდა. მინდა შეგახსენოთ, რომ 1815 წლის ვენის კონგრესმაც და 1945 წლის იალტის შეთანხმებებმაც, რომელთა მიღებაში რუსეთს ძალიან აქტიური როლი ჰქონდა, ხანგრძლივი მშვიდობა უზრუნველყვეს.

რუსეთის ძალა, გამარჯვებულის ძალა ამ შემობრუნების მომენტებში კეთილშობილებასა და სამართლიანობაში ვლინდებოდა. და მოდით, გავიხსენოთ ვერსალი, რომელიც რუსეთის მონაწილეობის გარეშე იქნა დადებული. ბევრი სპეციალისტი, და მე მათ აბსოლუტურად ვეთანხმები, მიიჩნევენ, რომ სწორედ ვერსალში ჩაეყარა ფესვები მომავალ მეორე მსოფლიო ომს. იმიტომ რომ ვერსალის ხელშეკრულება გერმანელი ხალხის მიმართ უსამართლო იყო და მას ისეთ შეზღუდვებს აკისრებდა, რომლებსაც ნორმალურ რეჟიმში ვერ გაუმკლავდებოდა, ეს საუკუნით ადრე იყო ცხადი“.