აქტუალური
პუტინი: „ტარდება პოლიტიკა, რომელიც ერთ დონეზე აყენებს მრავალშვილიან ოჯახს და ერთსქესიან პარტნიორობას, უფლის რწმენას და სატანის რწმენას. ლაპარაკობენ იმ პარტიების რეგისტრაციაზე, რომლებიც პედოფილიის პროპაგანდას ისახავენ მიზნად!“

1-akt-2-putსაქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ დასკვნით პლენარულ სესიაში, რომელმაც წელს მონაწილეთა უპრეცედენტო შემადგენლობა შეკრიბა – 200–ზე მეტი წამყვანი რუსი და უცხოელი პოლიტიკოსი, საზოგადოებრივი, სულიერი ლიდერი, ფილოსოფოსი, კულტურის მოღვაწე. კლუბის საიუბილეო სხდომის თემა – „რუსეთის მრავალფეროვნება თანამედროვე მსოფლიოსათვის“. თავის გამოსვლაში პუტინმა, კერძოდ, აღნიშნა:

„რუსული იდენტურობის სერიოზული გამოწვევა უკავშირდება მოვლენებს, რომლებიც მსოფლიოში ხდება. აქ არის როგორც საგარეო პოლიტიკური, ისე მორალური ასპექტები. ჩვენ ვხედავთ, ბევრი ევროატლანტიკური ქვეყანა ფაქტობრივად როგორ წავიდა საკუთარ ფესვებზე უარის თქმის გზით, მათ შორის ქრისტიანულ ფასეულობებზე, რომლებიც დასავლური ცივილიზაციის საფუძველს შეადგენენ. უარყოფილია ზნეობრივი საწყისები და ნებისმიერი ტრადიციული იდენტურობა: ეროვნული, კულტურული, რელიგიური და სქესობრივიც კი. ტარდება პოლიტიკა, რომელიც ერთ დონეზე აყენებს მრავალშვილიან ოჯახს და ერთსქესიან პარტნიორობას, უფლის რწმენას და სატანის რწმენას. პოლიტკორექტულობის ექსცესები იქამდე მიდის, რომ სერიოზულად ლაპარაკობენ იმ პარტიების რეგისტრაციაზე, რომლებიც პედოფილიის პროპაგანდას ისახავენ მიზნად. ბევრ ევროპულ ქვეყანაში ადამიანებს რცხვენიათ და ეშინიათ საკუთარ რელიგიურ კუთვნილებაზე ლაპარაკის. დღესასწაულებს აუქმებენ ან სხვა სახელს არქმევენ, მორცხვად მალავენ რა ამ დღესასწაულის არსს – ზნეობრივ საფუძველს. და ცდილობენ, ეს მოდელი მთელ მსოფლიოს აგრესიულად მოახვიონ თავს. დარწმუნებული ვარ – ეს პირდაპირი გზაა დეგრადაციის და პრიმიტივიზაციისკენ, ღრმა დემოგრაფიული და ზნეობრივი კრიზისისკენ.

რა შეიძლება იყოს ადამიანური სოციუმის მორალური კრიზისის უფრო მეტი მოწმობა, ვიდრე თვითაღწარმოების უნარის დაკარგვა?! დღეს პრაქტიკულად არცერთ განვითარებულ ქვეყანას უკვე აღარ შეუძლია საკუთარი თავის აღწარმოება, მიგრაციის დახმარებითაც კი. ქრისტიანობასა და სხვა მსოფლიო რელიგიებში ჩადებული ფასეულობების გარეშე, ათასწლეულობით ჩამოყალიბებული მორალისა და ზნეობის ნორმების გარეშე ადამიანები გარდაუვალად დაკარგავენ ადამიანურ ღირსებას. და ჩვენ ბუნებრივად და სწორად მიგვაჩნია ამ ფასეულობების დაცვა. პატივი უნდა ვცეთ ნებისმიერი უმცირესობის უფლებას განსხვავებულობაზე, მაგრამ უმრავლესობის უფლებაც არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ“.