აქტუალური
პუტინი: „დროა შევწყვიტოთ ისტორიაში მხოლოდ ცუდის შემჩნევა, საკუთარი თავის იმაზე მეტად ლანძღვა, ვიდრე ამას ნებისმიერი ჩვენი არაკეთილმოსურნე გააკეთებს! საკუთარი ღირსების გრძნობის გარეშე კრიტიკა დამამცირებელი და კონტრპროდუქტიულია“

1-akt-1-putსაქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ დასკვნით პლენარულ სესიაში, რომელმაც წელს მონაწილეთა უპრეცედენტო შემადგენლობა შეკრიბა – 200–ზე მეტი წამყვანი რუსი და უცხოელი პოლიტიკოსი, საზოგადოებრივი, სულიერი ლიდერი, ფილოსოფოსი, კულტურის მოღვაწე. კლუბის საიუბილეო სხდომის თემა – „რუსეთის მრავალფეროვნება თანამედროვე მსოფლიოსათვის“. თავის გამოსვლაში პუტინმა, კერძოდ, აღნიშნა:

„რუსეთის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, მთლიანობა – უპირობოა. ეს არ არის „წითელი ხაზები“, რომელთა გადაკვეთის უფლება არავის აქვს. ჩვენი შეხედულებების მთელი განსხვავების მიუხედავად, დისკუსია იდენტობის, ეროვნული მომავლის შესახებ შეუძლებელია ყველა მისი მონაწილის პატრიოტიზმის გარეშე. პატრიოტიზმის, რა თქმა უნდა, ამ სიტყვის ყველაზე სუფთა მნიშვნელობით. ნაციონალურ ისტორიაში მეტისმეტად ხშირად ვხვდებით ხელისუფლების ოპოზიციის ნაცვლად თავად რუსეთის ოპოზიციას. მე უკვე ვიხსენებდი ამის შესახებ. პუშკინმა თქვა ამის შესახებ. და ჩვენ ვიცით, რით მთავრდებოდა ეს – სახელმწიფოს, როგორც ასეთის, დანგრევით.

ჩვენ პრაქტიკულად არ გვყავს ისეთი ოჯახი, რომელსაც გასული საუკუნის უბედურებებმა გვერდი აუარა. ამა თუ იმ ისტორიული მოვლენების შეფასების საკითხი დღემდე თიშავს ქვეყანას და საზოგადოებას. ჩვენ უნდა მოვიშუშოთ ეს ჭრილობები, აღვადგინოთ ისტორიული ქსოვილის მთლიანობა. აღარ შეიძლება თავის მოტყუების გაგრძელება, უსანდომო ან იდეოლოგიურად არახელსაყრელი გვერდების ამოშლა, თაობათა კავშირის გაწყვეტა, უკიდურესობებში გადავარდნა და კერპების შექმნა ან დამხობა. დროა შევწყვიტოთ ისტორიაში მხოლოდ ცუდის შემჩნევა, საკუთარი თავის იმაზე მეტად ლანძღვა, ვიდრე ამას ნებისმიერი ჩვენი არაკეთილმოსურნე გააკეთებს! კრიტიკა აუცილებელია. მაგრამ საკუთარი ღირსების გრძნობის გარეშე, სამშობლოსადმი სიყვარულის გარეშე ეს კრიტიკა დამამცირებელი და კონტრპროდუქტიულია.

ჩვენ უნდა ვიამაყოთ ჩვენი ისტორიით და საამაყო მართლაც გვაქვს. მთელი ჩვენი ისტორია გამონაკლისების გარეშე რუსული იდენტობის ნაწილი უნდა გახდეს. ამის აღიარების გარეშე ურთიერთნდობა და საზოგადოების წინსვლა შეუძლებელია“.