უცხოეთი
მაკკეინმა პუტინს უპასუხა: რუსები უკეთეს პრეზიდენტს იმსახურებენ

1-makkeinსაქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. სენატორმა რესპუბლიკური პარტიიდან ჯონ მაკკეინმა გაზეთ „პრავდაში“ ვლადიმერ პუტინის სტატიას უპასუხა. ამის შესახებ „გარდიანი“ იუწყება.

სტატიაში სენატორმა რუსეთის პრეზიდენტს ტირანი უწოდა და განაცხადა, რომ „რუსები უკეთეს მმართველს იმსახურებენ“. მან, ასევე, დაადანაშაულა პუტინი კორუფციაში, რეპრესიებსა და ქვეყნის მართვისას ანგარებიან ზრახვებში.

„პუტინი არ ამაღლებს რუსეთის რეპუტაციას მსოფლიოში, ის ანადგურებს მას. პუტინმა რუსეთი ტირანებისა და გამნადგურებლების მეგობრად აქცია. პუტინს არ ენდობიან ის ადამიანები, ვინც ისწრაფვის, რომ ჩვენი პლანეტა უფრო უსაფრთხო და მშვიდობიანი გახადოს“, - განაცხადა მაკკეინმა.