აქტუალური
სააკაშვილი ცრუობს - ვიცე პოლკოვნიკი ტუღუში აშშ-ში თავდაცვის ატაშეს თანაშემწეა და მისი ბინით დაკმაყოფილება მხოლოდ ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებით მოხდა

1-saakaSv-cruobsსაქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

„საქართველოს პრეზიდენტმა შეცდომაში შეიყვანა ქართული საზოგადოება, როდესაც განაცხადა, რომ ვიცე პოლკოვნიკი ტუღუში დასაქმებული არ არის. თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად აცხადებს, რომ ვიცე-პოლკოვნიკ ტუღუშს ამ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში თავდაცვის ატაშეს თანაშემწის თანამდებობა უკავია და ამ პოსტზე მისი ხელფასი საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენს.

აქვე გვინდა კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ ალექსანდრე ტუღუშის ბინით დაკმაყოფილების გადაწყვეტილება სამინისტროს შესაბამისმა კომისიამ ერთი კვირის წინ უკვე მიიღო. როგორც ყველა დაჭრილ სამხედროს, მას ბინა თბილისში გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ ვიცე პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში 2011 წელს დაიჭრა, თუმცა საბინაო ფონდში მისი შეყვანა და მისი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება ორი წლის შემდეგ, მხოლოდ ახლა, ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებით მოხდა“.