უცხოეთი
ნატო საქართველოს სწრაფი რეაგირების ძალებში იღებს

1-nato-prinimaetსაქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველო 2015 წლიდან ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ნაწილი გახდება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა. მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ეს „საქართველოს შეირაღებული ძალების უდიდესი აღიარებაა“.

“სამი კვირის წინ ნატომ მიიღო ჩვენთვის ძალიან სასიხარულო გადაწყვეტილება: საქართველო 2015 წლიდან გახდება ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ნაწილი, ეს ჩვენი სამხედრო ძალებისთვის უდიდესი აღიარებაა. ეს არის მუდმივი მზადყოფნის შეიარაღებული ნაწილები, რომლებსაც კრიზისულ სიტუაციაში საერთო გადაწყვეტილებებით სწრაფი რეაგირებისთვის გამოიყენებენ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ეს უდიდეს გამოცდილებას შესძენს ქართულ არმიას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.