უცხოეთი
საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. ავღანეთის პრეზიდენტის განცხადებით, სანამ ამ ქვეყანაში სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს, აშშ-ს თავის განკარგულებაში არავითარი სამხედრო ბაზები არ გადაეცემა.
ქაბულში ახალგაზრდობის ნაციონალურ ფორუმზე გამოსვლისას ჰამიდ ქარზაის თქმით, ავღანეთის ხელისუფლება არ ჩქარობს აშშ-სთან უსაფრთხოების პაქტის ხელმოწერას, რადგან ასეთი შეთანხმების მთავარი პირობა მისი მხრიდან ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.ხელმოწერის სხვა პირობებად რჩება ავღანეთის არმიის აღჭურვა და გაძლიერება თანამედროვე შეიარაღებით.
„ვაშინგტონმა გარანტია უნდა მოგვცეს, რომ აშშ-ის სამხედრო ბაზები ავღანეთის ტერიტორიაზე ნაციონალურ სუვერენიტეტს არ დააზიანებს“, - აღნიშნა ქარზაიმ.