საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი - ახალციხელებს: „ნაგავში ცხოვრობდით! ნაგავში ყოფნა გერჩივნათ?!“

saz1-misha-axalcixeსაქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ ახალციხეში სასტუმრო „ლომსიადან“ გამოსული პრეზიდენტი მოქალაქეებთან სამახსოვრო ფოტოებს იღებდა, როცა ახალციხელმა ბეჟან კაჭკაჭიშვილმა მას სასტუმროს ინგლისურენოვანი წარწერის შესახებ ჰკითხა: სად არის ქართული ატრიბუტები?! ქართული დროშა?! აქ არ უნდა იყოს ქართული წარწერა?!“

რა ქართული? დროშა ვინ შემოიღო?! თქვენ გყავთ ძალები აქ, რომლებიც ხუთჯვრიან დროშას ებრძვიან... ტელევიზორს უყურებთ?! რომ იძახით, ჭელაში მინარეთიო, ვის უნდოდა 4 მინარეთის მიშენება, ხომ არ იცით შემთხვევით?! საქართველოს მთავრობას, უკაცრავად! ასე რომ შემდეგ ჯერზე, როცა დაიჯერებთ ტყუილებს ჩვენზე, კარგად მოიკითხეთ, რა გეგმები აქვთ. 4 მინრეთის აშენება!“, - მიმართა პრეზიდენტმა სასტუმროსთან შეკრებილებს.

გაათანაბრეთ ხალხის უფლებები აქ“, - შეეპასუხა კაჭკაჭიშვილი.

ყველა თანაბარია, - უპასუხა პრეზიდენტმა, - კიდევ ერთხელ, ნაგავში იყო აქაურობა. ნაგავში ცხოვრობდით! ნაგავში ყოფნა გერჩივნათ?!“

“სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, გაღიზიანებული პრეზიდენტის დამშვიდება შეკრებილმა ქალბატონებმა სცადეს: „ნუ ნერვიულობთ მიშა, გული არ გაიტეხოთ“.