სამართალი
საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ის იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შესული ცრუ შეტყობინების ავტორი დააკავეს. ანონიმური სატელეფონო ზარის ავტორი, რომელიც ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობაში ბომბის არსებობას იტყობინებოდა, აბაშაში მცხოვრები 1994 წელს დაბადებული ოთარ ჯ. აღმოჩნდა. მან „112“-ში ცრუ შეტყობინება 16 სექტემბერს, 14:38 საათზე განახორციელა.