საზოგადოება
პრემიერი ივანიშვილი: „ჩვენ აუცილებლად უნდა ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი, რაც შექმნის საფუძველს, რომ მრავალი საწარმო დაფუძნდეს“

premier-xudonhesსაქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. ჩვენ აუცილებლად უნდა ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი, რომ საქართველოში გამომუშავდებოდეს ენერგია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შუახევში, ახალი ჰესის მშენებლობის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიის დაწყებამდე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

„მე პარასკევს მოწვეული მყავდა მისი უწმინდესობა პატრიარქი, ისიც კი შეაწუხეს და ორი თხოვნა გამოატანეს, რომ ჰესი არ აგვეშენებინა ორ ადგილზე, ერთია ხთის ხეობა, სადაც თურმე წყალი დააკლდება ხეობას, მეორე კი ისევ ხუდონჰესზე იყო თხოვნა, რომ იქ წყალი მოემატება. პატრიარქს კარგად ავუხსენი და მისმა უწმინდესობამ კარგად გაიგო. მე ვთხოვე მას, რომ პირიქით, მხარი დაეჭირა. ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარების საფუძველი, ჩვენ აუცილებლად უნდა მოვახერხოთ და ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი, რომ საქართველოში გამომუშავდებოდეს ენერგია. ეს შექმნის საფუძველს იმისას, რომ მრავალი სხვადასხვა ტიპის საწარმო დაფუძნდეს. ეკონომიკას და სამუშაო ადგილებს სჭირდება ენერგია და ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ“, – განაცხადა ივანიშვილმა.