საზოგადოება
ივანიშვილი: „ისეთი გრიფი ადევს საიდუმლო, სანამ საქართველოს სახელმწიფო იარსებებს, არავის აქვს უფლება იმის მოხსნის!“ – როგორ ყიდდა სააკაშვილის ხელისუფლება პატარკაციშვილის ტელეკომპანია „იმედს“

saz-3-grifiსაქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა გუშინ ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, არსებობს საიდუმლო დოკუმენტაცია, რომელიც კომპანიის გასხვისებასთან დაკავშირებით წარმოებულ მოლაპარაკებებსა და შეთანხმებაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას  შეიცავს.

„გრიფი „საიდუმლო“ მოვხსენით „იმედთან“ დაკავშირებულ თემას.  თქვენ უნდა ნახოთ ხელმოწერა, სახელმწიფო ჩინოვნიკსა და ოჯახის წევრებს შორის რაზეა შეთანხმება! მე უფლებაც არა მაქვს დღეს ეს გავახმაურო. ისეთი გრიფი ადევს საიდუმლო, სანამ საქართველოს სახელმწიფო იარსებებს, არავის აქვს უფლება იმის მოხსნის. რა ხდება? აი, ეს არის პრინციპული. ისეთ რამეებს მალავდნენ, რაც დასამალი არაა და წინ გამოსატანია, მაგრამ იმის თქმა როგორ შეიძლება, რაც იქ წერია... და თქვენ ამას ნახავთ. თმები ყალყზე დამიდგა მე პირადად, რაც იქ ვნახე და რაზეც ხელია მოწერილი. სახელმწიფო ჩინოვნიკი აწერს ერთი მხრიდან, მეორე მხრიდან - ოჯახი, კერძო მესაკუთრე“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.