საზოგადოება
მიშა – სტუდენტებს: „დღეიდან ორ თვეში მე ისეთივე უფლებები მექნება, როგორც ნებისმიერ თქვენგანს!“ – სააკაშვილი ევრაზიული კავშირის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ისტერიულად ეშინია ციხის

saz-2-misha-studentსაქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ქართული პოლიტიკის მთავარი ტაბუ დაარღვია, - ეს შეფასება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერის იმ განცხადების თაობაზე გააკეთა, რომელიც ევრაზიის კავშირთან საქართველოს შესაძლო თანამშრომლობას ეხებოდა. სააკაშვილმა ევროპასა და ევრაზიას შორის ძირეულ განსხვავებებზე ქართველ სტუდენტებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

„პრემიერმა ივანიშვილმა დაარღვია ქართული პოლიტიკის მთავარი ტაბუ. ეს მისი აბსოლუტური უფლება იყო, მით უმეტეს, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირის, მით უმეტეს არჩეულის. მაგრამ ახლა, როცა  ტაბუ დარღვეულია, ეს საკითხები ისევ დებატების საგანია, უნდა წავიდეს საქართველო დასავლეთში თუ ჩრდილოეთში. ევროპა არის ჩვენი ფესვი, ქართველების თვითმყოფადობის ფუძე, თავისუფალი ერის და ხალხის მომავალი. ევროპა არის ჩვენი დამოუკიდებლობის გარანტია და რაც არ უნდა შორს გვეჩვენებოდეს, ეს მოითხოვს დიდი ძალისხმევას. რა არის განსხვავება ევროპასა და ევრაზიას შორის? რა არის ევრაზიული საზოგადოება? არავითარი ანგარიშვალდებულება, ოპონენტები - ციხეში, უმცირესობებს თავს ესხმიან. დღეიდან ორ თვეში მე ისეთივე უფლებები მექნება, როგორც ნებისმიერ თქვენგანს. მინდა, რომ ვერც ერთმა პრემიერ-მინისტრმა, მინისტრმა, პოლიტიკოსმა საქართველო ვეღარ დაბრუნოს ევრაზიის ნაგავში და უბედურებაში“, - განაცხადა სააკაშვილმა.