სამართალი
საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია „იმედში“ ნაღმის არსებობის შესახებ ორივე ზარის ავტორის ვინაობა პოლიციამ რამდენიმე წუთში დაადგინა.
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ 13:35 საათზე განხორციელებული ზარის ავტორია მარტვილის რაიონში მცხოვრები, 1998 წელს დაბადებული ანდრია კ. სამართალდამცველებმა ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
გამოძიება სსსკ-ის 331-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.
რაც შეეხება 17:03 საათზე განხორციელებული ზარის ავტორს, ის თერჯოლის რაიონში მცხოვრები, 2002 წელს დაბადებული ნიკოლოზ ა. აღმოჩნდა. მოზარდი თერჯოლის რაიონის პოლიციის განყოფილებაში მშობლებთან ერთად დაიკითხა, რის შემდეგაც მან სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო.
![]() |