სამართალი
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 12 სექტემბერს, 10:28 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში დარეკა და ცენტრის ოპერატორს თბილისში, სანდრო ეულის ქ. N5ა-ში, „რუსთავი 2“-ის შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ აცნობა.
გამნაღმველების მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ გამოძახება ცრუ იყო – შენობაში ნაღმი არ აღმოჩნდა. სამართალდამცველებმა ცრუ შეტყობინების ავტორი ზარის განხორციელებიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 331-ე მუხლის I ნაწილით). გამოძიებას ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-2 განყოფილება აწარმოებს.