საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. 11 სექტემბერს, ოთხშაბათს, საქინფორმმა გამოაქვეყნა სტატია „სააგენტო REX-ის ექსპერტი ავიგდორ ესკინი აფხაზეთში რუსეთის კონსულის მდივნის მკვლელობის შესახებ“, რომელშიც ცნობილი ებრაელი პოლიტოლოგი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ „1993 წელს საქართველოს წინააღმდეგ ომში... რუსეთმა მაშინ უდიდესი სტრატეგიული და ცივილიზაციური შეცდომა დაუშვა“.
ა. ესკინის სტატია გამოქვეყნდა აგრეთვე სოციალურ ქსელ MAXPARK–ში, რომლის მომხმარებლები ძირითადად არიან რუსები, რომლებიც პროსამთავრობო, პატრიოტული შეხედულებებით გამოირჩევიან. მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელში ესკინის სტატიის ქვეშ მოთავსებული კითხვარის შედეგები საკმაოდ მოულოდნელია.
„არა, რუსეთი არ შეცდა, როდესაც 1993 წელს მხარი აფხაზებს დაუჭირა“ – ეს პოზიცია დააფიქსირა 39%–მა – 96–მა ხმის მიმცემმა, ხოლო უმრავლესობა – 48% – 117 ადამიანი მიიჩნევს, რომ „დიახ, რუსეთი შეცდა, როდესაც 1993 წელს მხარი აფხაზებს დაუჭირა“.
ხმის მიმცემთა 5%–ს – 12 ადამიანს – „პასუხის გაცემა უჭირს“, ხოლო 9%–ს – 21 ხმის მიმცემს ამასთან დაკავშირებით „თავისი ვარიანტი აქვს“.