აქტუალური
თავდაცვის მინისტრი: “ასეთი ძვირად ღირებული ფუფუნების საგნების შეძენის საშუალება ჩვენს პატარა ქვეყანას არ აქვს. რა თქმა უნდა, ის უნდა გასხვისდეს”

aqtual-1-minoboronaსაქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ IDFI-ის ანგარიშის პრეზენტაციაზე ყოფნისას მედიის წარმომადგენლებმა თავდაცვის მინისტრს ფრანგული წარმოების ვერტმფრენების გასხვისებასა და ძველი საფრენი აპარატების შეკეთებაზე დაუსვეს შეკითხვები. ჩვენ ჩვენი გეგმით მივდივართ. რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტროს ყავს საფრენი საშუალებები, ვერტმფრენები, რომლებიც, სამწუხაროდ, 2008 წლის შემდეგ პრაქტიკულად მიტოვებული იყო. არ ხდებოდა მათი გაუმჯობესება, ნაწილების შეცვლა. ახლა სწორედ ეს პროცესი დავიწყეთ და იმ თანხას, რომელიც ბიუჯეტში გვაქვს, საფრენი აპარატების მოწესრიგებას ვახმართ.

რაც შეეხება კონკრეტულად იმ ვერტმფრენს, მე მთლიანად ვიზიარებ მთავრობის თავმჯდომარის პოზიციას. ასეთი ძვირად ღირებული ფუფუნების საგნების შეძენის საშუალება ჩვენს პატარა ქვეყანას არ აქვს. რა თქმა უნდა, ის უნდა გასხვისდეს. მას არანაირი თავდაცვითი დანიშნულება არ ჰქონდა. ეს იყო აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.