პოლიტიკა
კობა დავითაშვილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ისეთივე შეზღუდვები უნდა შეეხოთ, როგორც კომუნისტური პარტიის წევრებს“

naverteleსაქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. დეპუტატ კობა დავითაშვილის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისთვის სახელმწიფო თანამდებობრივი შეზღუდვები დაწესდეს და მათ იმ პოსტების დაკავება აეკრძალოთ, რომლებიც კომუნისტური  პარტიის ყოფილი თანამდებობის პირებისთვის არის აკრძალული.

"საქართველოში თავისუფლების აქტი მოქმედებს, რომელიც ითვალისწინებს ყოფილი უშიშროების თანამშრომლებისა და კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებისთვის მაღალი თანამდებობების დაკავების აკრძალვას. მიმაჩნია, რომ ეს აკრძალვა  ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმების წარმომადგენლებსაც უნდა შეეხოთ და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, როგორც ამ ქვეყანაში ტოტალიტარიზმის დამამკვიდრებელს, ისეთივე შეზღუდვები უნდა შეეხოთ, როგორც კომუნისტური პარტიის წევრებს", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

„თავისუფლების ქარტიაში“ შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტში ოფიციალურადაა ინიცირებული. აღნიშნული კანონი დაახლოებით სამი წლის წინ სსრკ-ის თანამდებობის პირებისა და საბჭოთა სპეცსამსახურების წარმომადგენლების თანამდებობრივი შეზღუდვისთვის დაიწერა.