რელიგია
ილია მეორე თომას მელიას შეხვდა

ilia-meliaსაქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ამერიკის დელეგაცია მიიღო. შეხვედრაზე პატრიარქმა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე თომას მელიამ პირისპირ ისაუბრეს. შეხვედრას ესრებოდა ამერიკის ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი.

მხარეებს შორის საუბარი შედგა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე, დემოკრატიული პროცესების განვითარების აუცილებლობაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე.

კათოლიკოს-პატრიარქმა რუსეთში პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრაც გაიხსენა.

"მე შევხვდი პუტინს და ვუთხარი, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ღია ჭრილობაა; თითქოს იმედს იძლევიან, მაგრამ შედეგი არ ჩანს", - აღნიშნა უწმიდესმა.

თავის მხრივ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამშემწე თომას მელიამ პატრიარქს განუცხადა, რომ ამერიკა კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ნამდვილი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება.