აქტუალური
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საიას შორის მიგრაციის სფეროში მემორანდუმი გაფორმდა

aqt-1-memorandumსაქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. დღეს სახელმწიფო კანცელარიაში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს მხარეებს შორის თანამშრომლობას შემდეგ სფეროებში: საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, საზღვარგარეთ ქართულ დიასპორებთან  ურთიერთობის დამყარება. მემორანდუმს ხელი მოაწერეს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ.

მემორანდუმი ითვალისწინებს მიგრაციის სფეროში ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას.