საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი: „გადარჩენილი და განვითარებული საქართველო იქნება უმკაცრესი განაჩენი ჩვენი მტრისა და შიდა მოღალატეებისთვის“

mikheil-saakashviliსაქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რომელიც მან 2008 წელს შინდისის ბრძოლაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების დედებთან შეხვედრისას გააკეთა, გადარჩენილი და განვითარებული საქართველო მტრისა და შიდა მოღალატეებისთვის უმკაცრესი განაჩენი იქნება.

როცა თქვენ გიყურებთ, ვხვდები, რომ შემთხვევით არაფერი ხდება, შემთხვევითი გმირები არ არსებობენ, გმირებს ზრდიან დედები, მამები, ოჯახის წევრები. ზოგი იზრდება სამშობლოს დამცველად და ზოგი იმად, ვისაც ონია, რომ მძინარე ცხინვალი ჩვენ გავაღვიძეთ და ვითომ არაფერი ყოფილა, არც რუსეთის შემოჭრა... და ომი საქართველომ დაიწყო. ჩვენ ჩვენ მიწაზე დავეცით, არსად წავსულვართ და უცხო ქვეყანა არ დაგვიპყრია. საქართველო დგას იმიტომ, რომ თქვენი შვილები ჩვენს მიწაზე დაეცნენ. ამიტომ ყველას თავის მიეზღვება. გადარჩენილი და განვითარებული საქართველო იქნება უმკაცრესი განაჩენი როგორც ჩვენი მტრისთვის, რომელიც აუცილებლად ჩამოიშლება, ასევე ჩვენი შიდა მოღალატეებისთვის, რომლებმაც, სამწუხაროდ, ახლა წამოყვეს ბლომად თავი. ჩვენი მთავარი სიმტკიცის მარაგი თქვენი შვილები არიან. ისინი ცოცხლები არ არიან, მაგრამ უფრო ცოცხლები არიან, ვიდრე ბევრი ცოცხალი დღეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.