პოლიტიკა
მაია ფანჯიკიძე ჟენევაში გაემგზავრა
fanjikiZe-maiaსაქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ოფიციალური ვიზიტით  ჟენევაში გაემგზავრა, სადაც
გაეროს ოფისში ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილებს ყურადღებას. ჩემთვის არა მხოლოდ დიდი პატივია, არამედ დიდი შესაძლებლობაც, რომ ყურადღება გავამახვილო იმ თემებზე, რომლებიც ჩვენ გვაწუხებს. განსაკუთრებით, რასაკვირველია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებაზე. გარდა ამისა, მე კიდევ ორი დღე ვიქნები შვეიცარიაში, სადაც მექნება ორმხრივი ვიზიტი შვეიცარიის მთავრობასთან. ხელს მოვაწერ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ვიზის გამარტივების ხელშეკრულებას, რაც წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის იმიტომ, რომ მისი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ შეეძლოთ უვიზოდ გადაადგილება”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.