საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შს სამინისტროში მიიღო აშშ–ის უწყებათაშორისი დელეგაცია დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თომას მელიას ხელმძღვანელობით.
შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის უწყებათაშორისი დელეგაციის წევრები: აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში პეიჯ ალექსანდერი; იუსტიციის დეპარტამენტის, უცხო ქვეყნების პროკურატურის განვითარების, დახმარებისა და ტრენინგის განყოფილების წარმომადგენელი ქეთრინ ნიუქომბი; თავდაცვის მდივნის ოფისის წარმომადგენელი სკოტ დალეა; დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროს წარმომადგენელი საქართველოში ვენდი სილვერმანი; აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიისა და რეგიონული კონფლიქტების საკითხების სამსახურის დირექტორი ჯონ მარკ ფომერშაიმი; აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ანალიტიკოსი საქართველოს საკითხებში ტობი დევისი.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში აშშ–ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი და საელჩოს სხვა წარმომადგენლები.