საზოგადოება
ანი ნადარეიშვილი: „დღეს ქვეყანას მართავენ კანონიერი ქურდები და კრიმინალური ავტორიტეტები. ეს იყო ქართველი ხალხის ოცნება?!“

ani-nadareiSviliსაქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. ბაჩო ახალაიას მეუღლის ანი ნადარეიშვილი განცხადებით, რომელიც მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, ქვეყანას ე.წ. კანონიერი ქურდები მართავენ.

„მაშინ, როცა იუსტიციის დღევანდელი მინისტრი წულუკიანი მფარველობს კრიმინალებს და მათთან ერთად ფოტოების გადაღებასაც კი არ ერიდება, მაშინ, როცა კბილაშვილი კანონიერი ქურდების ინტერესებს იცავდა წარსულში, როგორც ადვოკატი და ამის საფასურად მან მთავარი პროკურორობა დაიმსახურა, მაშინ, როცა დღეს კრიმინალური სამყარო თავის დიდი ხნის ოცნებას იხდენს და წართმეულ პრივილეგიებს იბრუნებს, მაშინ, როცა ციხეებში ისევ მაყურებლები "მოჯდნენ", მაშინ, როცა სასჯელაღსრულების მინისტრის სუბარის კრიმინალი დეიდაშვილ-მამიდაშვილები ვიბლიან-ავალიან-ცინდელიანები აკონტროლებენ ციხეებს, მაშინ, როდესაც ვისაც პირველივეს, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იჭერენ, კანონიერი ქურდების და კრიმინალური სამყაროს ყველაზე დიდი მტერი ბაჩო ახალაიაა, მაშინ, როცა 6 კანონიერი ქურდის და კრიმინალური ავტორიტეტის ჩვენებაზე დაყრდნობით ბაჩო ახალაიას ასამართლებენ, ჩნდება მხოლოდ ერთი საღი აზრი - ეს ყველაფერი გადაბმულია ერთი დიდი ჯაჭვით: დღეს ქვეყანას მართავენ კანონიერი ქურდები და კრიმინალური ავტორიტეტები. ეს იყო ქართველი ხალხის ოცნება?!“, - კითხულობს ანი ნადარეიშვილი.