საზოგადოება
ნინო ბურჯანაძე: „მე გარანტირებულად ვიცი, რომ მარგველაშვილი ვერ გაიმარჯვებს“

burjikსაქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე „გურიანიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში არაფერი შეიცვლება.

მისივე განცხადებით, იმედი აქვს, რომ ივანიშვილი დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს, ასეთ შემთხვევაში კი იგი აუცილებლად მოიგებს.

მე იმედი მაქვს, რომ ლობირებას არ ექნება ადგილი, რაც ნიშნავს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და რაც ალაგ-ალაგ ჩანს, როდესაც მარგველაშვილს დაჰყვებიან მინისტრები და ვაუჩერებს არიგებენ, ან როცა საეჭვოდ ემთხვევა ყურძნის ფასის და პენსიის მომატება არჩევნებს. მაგრამ მოუმატონ, ოღონდ ხალხს რაღაცა შვება მიეცეს.

მე იმედი მაქვს, რომ ივანიშვილი ჩაატარებს თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს. ასეთი არჩევნების შემთხვევაში მე გარანტირებულად ვიცი, რომ მარგველაშვილი ვერ გაიმარჯვებს, როგორც მინიმუმ, იქნება მეორე ტური და მე აუცილებლად მოვიგებ”, – აღნიშნავს პარლამენტის ექს-სპიკერი “გურიანიუსთან” საუბარში.