სამართალი
საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1961 წელს დაბადებული დიმიტრი ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დიმიტრი ჩ–ს დროებით საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „ТТ“-ს სისტემის 2 პისტოლეტი, 4 მჭიდი, 15 ვაზნა, ასევე „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი 35 ვაზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 7 მჭიდი და 211 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.