საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. როგორ საქინფორმი იტყობინემოდა, ავიაკონტრუქტორ ალექსანდრე ქართველიშვილის (ქართველის) იუბილის აღსანიშნავად გუშინ საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველი ავიაშოუ გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა საავიაციო ბრიგადის ლ-39 „ალბატროსის“და სუ-25 „მიმინოს“ ტიპის თვითმფრინავებმა მიიღეს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ალექსანდრე ქართველის ღვაწლზე ისაუბრა.
ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში ტომას მელია, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ალექსანდრე ქართველის შთამომავლები, საზოგადო მოღვაწეები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
გუშინვე თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანას „ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის საავიაციო ქარხნის“ სახელი მიენიჭა. ავიაკონსტრუქტორის პატივსაცემად 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე ფოტოგამოფენა მოეწყო.
![]() |
![]() |