უცხოეთი
ბაშარ ასადი პუტინს G20-ზე დაფიქსირებული პოზიციის გამო ემადლიერება

zarub-3საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. სირიის საგარეო საქმეთა  მინისტრმა ვალიდ მუალემმა რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელძღვანელ სერგეი ლავროვის საშუალებით პრეზიდენტ ბაშარ ასადისგან რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „დიდი ოციანის“ სამიტზე სირიასთან დაკავშირებით გამოთქმული პოზიციის გამო მადლობა გადასცა.

„პრეზიდენტმა ასადმა დამავალა, მადლობა გადავცე რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს G20-ის სამიტზე და მის შემდეგ გამოთქმული პოზიციის გამო“, - განაცხადა სირიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

„ჩვენ მოსკოვში ჩამოვედით, რომ რუს კოლეგებს გავუზიაროთ თვალსაზრისი იმის თაობაზე, თუ როგორ ავირიდოთ სამხედრო ჩარევა სირიაში“, - აღნიშნა მან.