უცხოეთი
ასადის რეჟიმი მეამბოხეთა ახალ შემოტევას უფრთხის

zarub-1საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. ბაშარ ასადის რეჟიმის შეიარაღებული დამცველები უფრთხიან არა იმდენად ამერიკულ რაკეტებს, რამდენადაც მეამბოხეთა ახალი მძლავრი იერიშის პერსპექტივას, რომელიც საჰაერო შეტევასთან ერთად შეიძლება დაიწყონ.

ამავე დროს სირიის რეგულარულმა არმიამ გადანაცვლებისა და  პოზიციების შენარჩუნების ბრძანება მიიღო. შტაბები ევაკუირებულია, ქვეითმა ჯარმა დისლოკაციის ადგილი შეიცვალა, ხოლო ჰოსპიტლები და რადიოსალოკაციო სადგურები მაქსიმალურ მზადყოფნაში არიან.

დამასკოს მუქარის მიუხედავად, რომ აშშ-ს სერიოზულ დანაკლისს განაცდევინებდა, ქვედა რგოლების ოფიცრები აღიარებენ, რომ ამერიკის სამხედრო ძლიერებას ვერაფერს დაუპირისპირებენ. დამასკოს რეჟიმს ისღა დარჩენია, იმედი იქონიოს, რომ შეზღუდული საჰაერო იერიში საბრძოლო მოქმედებების მისთვის ხელსაყრელ მსვლელობას ვერ შეცვლის.