პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური ვიზიტი ესტონეთში

politika-3-A4-estonetiსაქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკას ეწვია.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.