სამართალი
საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ბადრი ქ. ცეცხლსასაროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბადრი ქ. მემედ აბაშიძის და ზვიად გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას რევოლვერის ტიპის ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და 3 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს ( სსკს-ს 236–ე მუხლის მე-2 ნაწილით).