აქტუალური
პუტინი: „მათ, ვინც ჩვენს სწავლებას ცდილობს, უნდა სცოდნოდათ, რომ თავად აშშ–ში არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებთან დაკავშირებით ბევრი პრობლემაა. აშშ–ის ზოგიერთ შტატში არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია დღემდე სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება"

1-inter-7საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. მოსკოვის ოლქი, ნოვო–ოგარიოვო, 2013 წლის 3 სექტემბერი, 09:00. „დიდი ოცეულის“ სამიტის წინ რფ–ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ინტერვიუ მისცა პირველ არხს (რუსეთი) და სააგენტო „ასოშიეიტედ პრესს“ (აშშ).

კორესპონდენტ დ. დანიშევსკის (აპ) შეკითხვაზე – ცოტა ხნის წინ გახმაურდა რეზონანსული ახალი ამბავი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პირთა წინააღმდეგ კანონმდებლობის მიღებასთან დაკავშირებით. გამოიწვევს თუ არა ეს  ოლიმპიური თამაშებისთვის რაიმე ნეგატიურ შედეგებს?ვ. პუტინმა, კერძოდ, უპასუხა:

„ვიმედოვნებ, რომ არანაირი ნეგატიური შედეგები არ იქნება, მითუმეტეს, რომ ჩვენ არ გვაქვს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პირების წინააღმდეგ მიმართული კანონები... რუსეთში მიღებულია კანონი არასრულწლოვანთა შორის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ, ეს სრულიად სხვადასხვა რამეა.

...ჩვენ ვხედავთ, რომ ადგილი აქვს მომავალი ოლიმპიური თამაშების როგორმე დისკრედიტების მცდელობებს, მათ შორის ამ ნიშნით. და, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ამ მცდელობებს, მათ შორის, შეერთებული შტატებიდან... მათ, ვინც ჩვენს სწავლებას ცდილობს, კერძოდ, ზოგიერთ ჩვენს კოლეგას და მეგობარს შეერთებული შტატებიდან, უნდა სცოდნოდათ, რომ თავად აშშ–ში არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებთან დაკავშირებით ბევრი პრობლემაა. თქვენთვის ცნობილია, მაგალითად, რომ აშშ–ის ზოგიერთ შტატში არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია დღემდე სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება? კერძოდ, ოკლაჰომაში, როგორც მითხრეს, და ტეხასში. იქნებ ისინი, ვინც ამას მეუბნება, ცდებიან, მაგრამ თქვენ შეამოწმეთ. და თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ საერთოდ ძალზე უცნაურია სიტუაცია, როდესაც ჩვენს სწავლებას ისინი ცდილობენ, ვინც თვითონაც არ გახლავთ მისაბაძი მაგალითი.

ხოლო სტატისტიკა – ზოგიერთი დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია აწარმოებს ასეთ სტატისტიკას – ისინი ამტკიცებენ, მე არ ვამბობს, რომ ეს მართლაც ასეა, მაგრამ ისინი ამტკიცებენ, რომ ზოგიერთ ამერიკულ კომპანიაში არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს ხელფასის დონეზეც კი ჩაგრავენ... მე ეს არ ვიცი, მაგრამ უნდა შემოწმდეს.

...ჩვენ გვქონდა, მგონი, 120–ე მუხლი რფ–ის სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც არატრადიციული ორიენტაციისთვის სჯიდა. დიდი ხანია, ყველაფერი გაუქმებულია, ჩვენთან მსგავსი არაფერია! ზოგიერთ ქვეყანაში კი – არის. მაგრამ მგონია, რომ აჯობებს ერთმანეთს არ ვეკამათოთ, არ ვეცადოთ ვიღაცები ველურებად წარმოვაჩინოთ, სხვები კი – ცივილიზებულ ადამიანებად“.