პოლიტიკა
პუტინი: „სახელმწიფო მდივანი ბატონი ბუშის ადმინისტრაციაში ირწმუნებოდა, რომ ერაყში ქიმიური იარაღი არსებობს, და რაღაც სინჯარასაც გვაჩვენებდა თეთრი ფხვნილით. ეს უსაფუძვლო არგუმენტი აღმოჩნდა, მაგრამ საომარი აქცია მაინც ჩატარდა... ჩვენ რა, ეს დაგვავიწყდა?!"

1-inter-3საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. მოსკოვის ოლქი, ნოვო–ოგარიოვო, 2013 წლის 3 სექტემბერი, 09:00. „დიდი ოცეულის“ სამიტის წინ რფ–ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ინტერვიუ მისცა პირველ არხს (რუსეთი) და სააგენტო „ასოშიეიტედ პრესს“ (აშშ).

კორესპონდენტ დ. დანიშევსკის (აპ) შეკითხვაზე – ვფიქრობ, რომ, ჯონ კერის აზრით, ყველას ესმის, რატომ ხდება ეს დანაშაულები. და ჩვენ ისტორიის წინაშე აუცილებლად უნდა გავცეთ პასუხი, და თქვენ, რუსეთს, შეგეძლოთ, ჩართულიყავით ამ პროცესში, როგორც აშშ. შიშობთ თუ არა, რომ ახლა შესაძლოა შეგაფასონ, როგორც ამ რეჟიმის მხარდამჭერი, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულებს სჩადის? არსებობს თუ არა საფრთხე, რომ შეგაფასებენ, როგორც ამ მთავრობის დამცველს?ვ. პუტინმა, კერძოდ, უპასუხა:

„ჩვენ ამ მთავრობას არ ვიცავთ. ჩვენ სულ სხვა რამეებს ვიცავთ: ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს, ჩვენ ვიცავთ თანამედროვე მსოფლიო წყობას, ჩვენ ვიცავთ ძალის გამოყენების თუნდაც შესაძლებლობის განხილვას მოქმედი საერთაშორისო წესრიგის, საერთაშორისო წესებისა და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. აი რას ვიცავთ ჩვენ, აი ეს არის აბსოლუტური ღირებულება.

როდესაც ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები გაეროს და უშიშროების საბჭოს მიღმა წყდება, ჩნდება იმისი საშიშროება, რომ აი ასეთი არასამართლებრივი გადაწყვეტილებები შესაძლოა გამოყენებული იქნეს ნებისმიერის მიმართ და ნებისმიერი საბაბით. თქვენ თქვით, რომ ბატონ კერის მიაჩნია, რომ ქიმიური იარაღი ასადის არმიამ გამოიყენა, მაგრამ ზუსტად ასევე სხვა სახელმწიფო მდივანი ბატონი ბუშის ადმინისტრაციაში არწმუნებდა მთელ საერთაშორისო საზოგადოებას იმაში, რომ ერაყში ქიმიური იარაღი არსებობს, და რაღაც სინჯარასაც კი აჩვენებდა თეთრი ფხვნილით. ეს ყველაფერი უსაფუძვლო არგუმენტი აღმოჩნდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ არგუმენტის გამოყენებით საომარი აქცია ჩატარდა, რომელსაც დღეს ბევრი აშშ–ში მცდარს უწოდებს. ჩვენ რა, განა ეს დაგვავიწყდა?! განა ჩვენ იქიდან გამოვდივართ, რომ ახალი შეცდომების თავიდან აცილება ასე მშვიდად შეიძლება?“