პოლიტიკა
პუტინი: „თუ დადგინდება, რომ მასობრივი განადგურების საშუალებებს ბოევიკები იყენებენ, როგორ მოექცევა აშშ ბოევიკებს? რას უზამენ ეს სპონსორები ბოევიკებს? იარაღის მიწოდებას შეუწყვეტენ? მათ წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს დაიწყებენ?“

1-inter-2საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. მოსკოვის ოლქი, ნოვო–ოგარიოვო, 2013 წლის 3 სექტემბერი, 09:00. „დიდი ოცეულის“ სამიტის წინ რფ–ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ინტერვიუ მისცა პირველ არხს (რუსეთი) და სააგენტო „ასოშიეიტედ პრესს“ (აშშ).

კორესპონდენტ დ. დანიშევსკის (აპ) შეკითხვაზე – როგორი პოზიცია ექნება რუსეთს, თუკი წარმოდგენილი იქნება ზუსტი მტკიცებულებები, რომ ეს შეტევები სირიის მთავრობამ ჩაატარა? ჩვენს სამხედრო ოპერაციას დაეთანხმებით?ვ. პუტინმა, კერძოდ, უპასუხა:

„მე ამას არ გამოვრიცხავ. მაგრამ მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო ერთ აბსოლუტურად პრინციპულ გარემოებას. მოქმედი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, სუვერენული სახელმწიფოს მიმართ იარაღის გამოყენების სანქციის გაცემა მხოლოდ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს შეუძლია. ნებისმიერი სხვა საბაბი, საშუალება, რომლითაც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოს მიმართ ძალის გამოყენებას გაამართლებდნენ, დაუშვებელია, და არ შეიძლება მათი სხვაგვარად კვალიფიცირება, თუ არა აგრესიად.

...თუ გვექნება ობიექტური, ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, ვინ ჩაიდინა ეს დანაშაულები, რეაქციაც მაშინ იქნება. ახლა ვარაუდი და წინასწარ თქმა: დიახ, ჩვენ ამას ან ამას გავაკეთებთ – აბსოლუტურად არაკორექტული იქნებოდა, პოლიტიკაში ასე არ იქცევიან. მაგრამ გარწმუნებთ, რომ ჩვენ პრინციპულ პოზიციას დავიკავებთ.

...მაგრამ სხვა საკითხიც ჩნდება. თუ დადგინდება, რომ მასობრივი განადგურების საშუალებებს ბოევიკები იყენებენ, როგორ მოექცევა აშშ ბოევიკებს? რას უზამენ ეს სპონსორები ბოევიკებს? იარაღის მიწოდებას შეუწყვეტენ? მათ წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს დაიწყებენ?“.