პოლიტიკა
პუტინი: „თუ ეს კადრები ყურადღებით ნახეთ, კადრებში არ არიან არც მშობლები, არც ქალები, არც სამედიცინო პერსონალი. რა ხალხია ეს და რა მოხდა იქ? ამ შეკითხვაზე პასუხი არ არსებობს“

1-inter-1საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. მოსკოვის ოლქი, ნოვო–ოგარიოვო, 2013 წლის 3 სექტემბერი, 09:00. „დიდი ოცეულის“ სამიტის წინ რფ–ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ინტერვიუ მისცა პირველ არხს (რუსეთი) და სააგენტო „ასოშიეიტედ პრესს“ (აშშ).

კორესპონდენტ დ. დანიშევსკის (აპ) შეკითხვაზე – ბატონი ობამა ახლა ამბობს, რომ კონგრესის თანხმობას ელოდება იმისათვის , რომ სირიაში ოპერაცია დაიწყოს. როგორ გგონიათ, რა მოხდა იქ ქიმიურ შეტევასთან დაკავშირებით და რა უნდა გაკეთდეს ამასთან მიმართებაში? – ვ. პუტინმა, კერძოდ, უპასუხა:

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ, მინიმუმ, საჭიროა იმ კვლევების შედეგების დალოდება, რომლებიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინსპექტორთა კომისიამ ჩაატარა. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მონაცემები იმის შესახებ, რომ ეს ქიმიური ნივთიერები – ჯერ ისიც უცნობია, ეს ქიმიური იარაღია თუ უბრალოდ რაღაც მავნე ქიმიური ნივთიერებები – სწორედ სირიის ოფიციალური სამთავრობო არმიის მიერ იქნა გამოყენებული.

...თუ ვინმეს აქვს მონაცემები იმის თაობაზე, რომ გამოყენებულია ქიმიური იარაღი, და ის გამოიყენა სწორედ რეგულარულმა არმიამ, ეს მტკიცებულებები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოში უნდა წარუდგინონ. ინსპექტორებს და უშიშროების საბჭოში. და ისინი დამაჯერებელი უნდა იყოს... არ უნდა ეყრდნობოდეს რაღაცა ჭორებს ან ინფორმაციას, რომელიც სპეცსამსახურებმა საუბრების მოსმენის და სხვათა შედეგად მიიღო“.

დ. დანიშევსკი: ჩვენ ვნახეთ ვიდეომასალა, სადაც ნაჩვენებია ბავშვები, რომლებიც მოწამვლისგან იტანჯებიან. თქვენც ნახეთ ეს ვიდეო? რა რეაქცია გქონდათ?

ვ. პუტინი: ეს საშინელი კადრებია. საკითხი მხოლოდ ის არის, ვინ და რა გააკეთა, და ვინ არის ამაში დამნაშავე. თავად ეს კადრები არ იძლევა პასუხებს იმ შეკითხვებზე, რომლებიც ახლა დავსვი. და არსებობს აზრი, რომ ეს იმავე ბოევიკების კომპილაციაა, რომლებიც, როგორც ჩვენ კარგად ვიცით და ამას აშშ–ის ადმინისტრაციაც აღიარებს, „ალ კაიდასთან“ არიან დაკავშირებული და რომლებიც ყოველთვის გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სისასტიკით.

ამასთან, თქვენს ყურადღებას მივაპყრობ იმას, რომ თუ ეს კადრები ყურადღებით ნახეთ, კადრებში არ არიან არც მშობლები, არც ქალები, არც სამედიცინო პერსონალი. რა ხალხია ეს და რა მოხდა იქ? ამ შეკითხვაზე პასუხი არ არსებობს.