უცხოეთი
რუსეთმა საქართველოს სირიიდან მოქალაქეების გამოყვანაში დახმარება შესთავაზა

1-pomoshსაქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარომადგენელს რფ-თან ურთიერთობის დარეგულირების საქმეში ზურაბ აბაშიძეს სირიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო გამოყვანაში დახმარება შესთავაზა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, - იუწყება „რია-ნოვოსტი“.

„ზურაბ აბაშიძის კოლეგამ გუშინ საღამოს დარეკა და დახმარება შესთავაზა სირიიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაში“, - განაცხადა ივანიშვილმა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც აღნიშნა, რომ ეს ძალიან დადებითი ნაბიჯია რუსეთის მხრიდან.

კონფლიქტი სირიში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2011 წლის მარტიდან გრძელდება. გაეროს მონაცემებით, ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში 100 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 7 ათასი ბავშვი.