სამართალი
საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) დელეგაციის წინასაარჩევნო შემფასებელი მისიის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროში მიიღო.
შეხვედრას ესწრებოდნენ მისურის შტატის ყოფილი მდივანი რობინ კარნაჰარი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად სტოკჰოლმში უსაფრთხოებისა და განვითარების ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი პერ ეკლუნდი, ნიუ ჯერსის შტატის პირველი ქალი გუბერნატორი კრისტინ ტოდ უაიტმანი, ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე–პრეზიდენტი დემონ უილსონი, NDI–ს ევრაზიის რეგიონული დირექტორი ლორა ჯევეტი, NDI–ს საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო.