აქტუალური
თავდაცვის მინისტრი: “ძალიან დიდ პატივად მიმაჩნია, რომ ვემსახურები იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას იცავენ!"

1-akt-oboronaსაქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. ამბასადორიალზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა  ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა.

„ეს გადაწყვეტილება თვისობრივად ახალ რეალობას შექმნის ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში. იქნება ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი გარემო შემდეგ უკვე ადგილობრივი და სხვა არჩევნებისთვის. მგონია, რომ ამით ბიძინა ივანიშვილი ახალი, საღი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

თავდაცვის მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას არჩევნების შემდეგ მინისტრთა კაბინეტის ფორმირების შესახებ:  „ძალიან ნაადრევია რაიმე ინსინუაციები კონკრეტულ პირებზეც, მათ შორის მომავალი კაბინეტის ფორმირებაზე. რაც შემეხება მე, ძალიან დიდ პატივად მიმაჩნია, რომ დღეს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ვარ, ვემსახურები ჯარს, ვემსახურები იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს ქვეყანას იცავენ. დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე ღირსეულ საქმეს ჩემი ქვეყნისთვის უახლოეს პერიოდში ვერ გავაკეთებ“.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი მიესალმება ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო სექტორში მუშაობას, ვინაიდან ის არასამთავრობო საზოგადოებრივ სარბიელზე მაღალკონკურენტული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.