უცხოეთი
საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. ამურის დონემ ხაბაროვსკთან დღე-ღამის განმავლობაში 5 სმ-ით აიწია და სამშაბათ დილას 802 სმ შეადგინა, - ამის შესახებ ხაბაროვსკის ჰიდრომეტცენტრი იტყობინება.
ზემოთქმულის გამო მხარეში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა. ამჟამად იქ წყლითაა დაფარული 1900 სახლი 58 დასახლებულ პუნქტში. სახიფათო ადგილებიდან 3 23 000–ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.
„6-9 სექტემბრისთვის ამურის დონემ შესაძლოა 830 სმ-მდე მოიმატოს“, - აცხადებენ ჰიდრომეტცენტრში.