პოლიტიკა
პარლამენტი დღეიდან მუშაობას განაახლებს
1-parlamსაქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. დღეიდან საქართველოს პარლამენტი მუშაობას განაახლებს. დღეს ჩატარდება ბიუროს სხდომა, რომელიც 15:00 საათისთვის არის დანიშნული. პლენარული სხდომები კი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირინა იმერლიშვილის ცნობით, 4, 5 და 6 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი, თუმცა ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ბიურო მიიღებს. რაც შეეხება საშემოდგომო სესიის დღის წესრიგს, პარლამენტი კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისთვის ემზადება. 
“ძალიან მძიმე და დაძაბული შემოდგომა გველის. განსახილველი გვაქვს საკონსტიტუციო ცვლილებები, პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონპროექტები. დასასრულებელია მუშაობა  მნიშვნელოვან კანონპროექტებზე, მათ შორის პოლიციის შესახებ სრულიად ახალ კანონზე. ასევე, ბოლო დღეებში 60-მდე ახალი საკანონმდებლო ინიციატივაა დარეგისტრირებული და კიდევ 100-ზე მეტია მოსალოდნელი უახლოეს 10 დღეში. ინიცირებული იქნება 160 კანონში შესატანი ცვლილებების პროექტები”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა.