პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: „ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღების დეფიციტი შეიქმნება“
1-davit-bakrსაქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. პრემიერ ივანიშვილის განცხადება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ქვეყნისთვის სერიოზულ რისკებს შეიცავს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ გუშინდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „ეს აძლიერებს არასტაბილურობის განცდას  ნებისმიერი უცხოელი ინვესტორისთვის ან ქართველი ბიზნესმენისთვის, რომელიც გეგმავს ამ ქვეყანაში ბიზნესის დაწყებას“.
ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ქვეყნის სტაბილურობისა და სიმშვიდის შენარჩუნებას საფრთხეს შეუქმნის. ნუ დაგვავიწყდება, რომ გრძელდება მცოცავი ოკუპაცია რუსეთის მიერ. ჩვენი ორი რეგიონი არის ოკუპირებული. ნუ დაგვავიწყდება, რომ სირიის კრიზისს შეიძლება ჰქონდეს ძალიან ნეგატიური გავლენა რეგიონზე და ქვეყანაზე, ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოში არსებობს შიდა სტაბილურობის პრობლემა. დღევანდელ სახელისუფლებო კოალიციაში შემავალ პარტიებს გააჩნია ძირეულად სხვადასხვანაირი ხედვა მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის გარანტორი გახლავთ ლეგიტიმურად მაღალი მხარდაჭერით არჩეული პრემიერ მინისტრი. მისი წასვლის შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ქვეყანაში შეიქმნება გადაწყვეტილების მიღების დეფიციტი, რაც უარყოფითად აისახება ქვეყანაზე და გააძლიერებს არასტაბილურობის და ქაოსის განცდას“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.