სამართალი
საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ამბასადორიალის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოვიდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ზემოხსენებული რთული საკითხების ეფექტიანად დარეგულირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო საქმეთა და რეინტეგრაციის სამინისტროებთან ერთად, მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის და რესურსის გამოყენებით აქტიურად მუშაობს.
მინისტრმა ასევე დასძინა, რომ შს სამინისტრო, როგორც უსაფრთხოების მთავარი გარანტორი, მუდმივ შეხვედრებს მართავს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან უსაფრთხოებისა და არსებული პრობლემების გაცნობის კუთხით.