საზოგადოება
პრემიერი ივანიშვილი: „რუსეთთან ურთიერთობაში ჩვენ კვლავ თანმიმდევრულად მივდევთ ჩვენ მიერ დასახულ პრაგმატულ პოლიტიკას“

1-tanmimdevruliსაქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი.  ჩვენი დიდი ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთმა კვლავ გადმოსწია მავთულხლართები ჩვენი ქვეყნის სიღრმეში, რაც არ არის ადეკვატური პასუხი იმ პოზიტიურ ნაბიჯებზე, რომლებიც ბოლო დროს ორ ქვეყანას შორის განხორციელდა, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ამბასადორიალზე  დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამის მიუხედავად, ჩვენ ვინარჩუნებთ სიმშვიდეს და კვლავ თანმიმდევრულად მივდევთ ჩვენ მიერ დასახულ პრაგმატულ პოლიტიკას“. 

რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება დავიწყეთ. მოგეხსენებათ, უკვე გადაიდგა პრაგმატული ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობის პოზიტიურად განვითარების მიმართულებით, კერძოდ, ვაჭრობის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროში.
აღსანიშნავია, რომ ჩვენმა მეგობრებმა მოგვიწონეს და დადებითად შეაფასეს რუსეთთან ურთიერთობის ეს ახალი ფორმატი“, - აღნიშნა მან.

პრემიერმა ისაუბრა ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის აღმართვასთან დაკავშირებულ მოვლენებზეც და აღნიშნა, რომ ეს კანონდარღვევით მოხდა.

„ჩვენი ხალხისთვის სრულიად ბუნებრივია მშვიდობიანი თანაცხოვრება, რელიგიური შემწყნარებლობა, რელიგიური გრძნობების პატივისცემა. ეს არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული ტრადიციაა, არამედ საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულება. სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ სოფელ ჭელაში მომხდარ ინციდენტს არაფერი აქვს საერთო რელიგიური შეუწყნარებლობასთან. მინარეთის აშენება კანონდარღვევით მოხდა. თვითნებობასა და უკანონობაზე ხელისუფლება თვალს ვერ დახუჭავს", - განაცხადა ივანიშვილმა.

1-tanmimdevruli-1