საზოგადოება
მაია ფანჯიკიძე: „შეშფოთებული ვართ სირიაში არსებული ვითარებით!..“

1-maia-saz2საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ზრდა კავკასიაში არსებულ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძე ამბასადორიალზე, საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, სირიაში ჰუმანიტარული კატასტროფა არნახულ მასშტაბებს იღებს.

„შეშფოთებული ვართ სირიაში არსებული ვითარებით სადაც არნახულ მასშტაბებს იღებს ჰუმანიტარული კატასტროფა. ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ საერთაშორისო თანამეგობრობის მზადყოფნას, უფრო აქტიური როლი შეასრულოს სირიის ჰუმანიტარული კატასტროფის დაძლევაში და პასუხი მოსთხოვოს ამ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენთ. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის გაეროს გენერალური მდივნისა და არაბთა ლიგის სპეციალური წარმომადგენლის პოლიტიკას და აქტიურად ვმონაწილეობთ სირიელი ხალხის მეგობარი სახელმწიფოების სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

1-maia-saz2-1