სამართალი
საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1982 წელს დაბადებული ბესიკ მ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბესიკ მ. თბილისში, ავტოსადგურ „ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავებულის კუთვნილი სამგზავრო ჩანთის ჩხრეკისას ამოღებული იქნა „კალაშნიკოვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 23 საბრძოლო ვაზნა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).
![]() |