სამართალი
შს სამინისტროს მაშველებმა 1974 წელს დაკარგული ხორვატი ალპინისტის ნენად ჩულიჩის ნეშტს მიაკვლიეს

1-alpinisti-sam1საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს მაშველებმა მწვერვალ უშბაზე 1974 წელს დაკარგული ხორვატული ალპინისტური ექსპედიციის ერთ-ერთი წევრის ნეშტს მიაკვლიეს.

დადგენილია, რომ 1974 წელს ხორვატი ალპინისტების ჯგუფის ოთხი წევრი მწვერვალ უშბაზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 3000 მეტრის სიმაღლეზე, ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპ. ორი გარდაცვლილი ალპინისტი მაშინვე იპოვეს. 2012 წელს კი ხორვატული ალპინისტური ექსპედიციის წევრებმა მესამე ალპინისტის ნეშტს მიაკლიეს.

მიმდინარე წლის აგვისტოში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა ხორვატული ექსპედიციის მეოთხე დაღუპული წევრის ნეშტის სავარაუდო ადგილმდებარეობის შესახებ შეტყობინება მიიღო. მაშველებმა საძიებო ღონისძიება შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს და რამდენიმე საათში ნეშტს მწვერვალ უშბის ერთ-ერთ მყინვარზე მიაკვლიეს. ის ცნობილი ხორვატი ალპინისტი ნენად ჩულიჩია.

ნეშტი ამ დროისათვის მესტიაშია გადასვენებული.