საქართველოს პრემიერ-მინისტრის მორიგი პრესკონფერენცია
საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. 4 სექტემბერს, 10 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მორიგი შეხვედრა ჟურნალისტებთან.
მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, რომელთაც აქვთ მთავრობის კანცელარიის აკრედიტაცია, ვთხოვთ, პრესკონფერენციაზე დასასწრებად 2 სექტემბრამდე მოაწოდონ სარედაქციო განაცხადები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: pressivanishvili@gmail.com